ნაპოლის გადასაწყვეტია | რა შემთხვევაში გახდება კვარა იტალიის ჩემპიონი
გახდება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ 3 ტურში „ნაპოლი“ სამქულიან უპირატესობას არ გაფლანგავს და მეოთხე სკუდეტოს მოიპოვებს - ამ საკითხზე საინტერესო ცნობას გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.
რას წერს გამოცემა:
„პარტენოპეი“ სამი ტურით ადღე „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ანტონიო კონტეს გუნდი მეოთხე ჩემპიონობას იზეიმებს, ხვიჩა კვარაცხელია ავტომატურად იტალიის ჩემპიონი ვერ გახდება.
წესების თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონი ავტომატურად ხდება ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონობის მომენტისთვის გუნდის განაცხადში იქნება. კვარაცხელია მათ რიცხვს არ ეკუთვნის, შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა ხვიჩა იტალიის ჩემპიონად, ეს კლუბის გადასაწყვეტი იქნება“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარამ „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩში 1187 წუთი ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ დარჩენილ 3 ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“ მიიღებს, შემდეგ „პარმას“ ესტუმრება, ბოლო ტურში კი „კალიარის“ უმასპიმძლებს. რაც შეეხება „ინტერს“, მისი კალენდარი ასეთია: „ტორინო“ (გასვლა), „ლაციო“ (შინ), „კომო“ (გასვლა).