ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო“ | სპალეტიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც „პარტენოპეისთან“ ერთად მოგებულ „სკუდეტოზეც“ ისაუბრა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული მონაკვეთი და სპალეტისა და კლუბის ხელმძღვანელობის პოზიციაა მისი ტრანსფერის თაობაზე.

„რუსი მეგობრებისგან კვარაცხელიას თაობაზე შესანიშნავი რეკომენდაციები მივიღე და კრისტიანო ჯუნტოლის (ნაპოლის მაშინდელი სპორტული დირექტორი) თვალდახუჭული ვენდე. კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო და მითხრა: „მისტერ, დამეხმარეთ, რომ გავიგო. გვეუბნებით, რომ ნაპოლის გასაძლიერებლად კორეელი (კიმ მინ ჯე) და ქართველი გადავიყვანოთ?“

პრეზიდენტს ფეხბურთი ძალიან უყვარს და შესვენებებზე, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიგზავნიდა, რომლებითაც ტაქტიკურ რჩევებს მაძლევდა. მისი მხრიდან, ეს ფეხბურთისადმი სიყვარულის გამოხატულება იყო“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელაის შეძენა 13 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი დაუჯდა, „პარი სენ-ჟერმენს“ კი 70 მილიონად მიჰყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი და 6 სეივი - გუგეშაშვილის მაგარი მატჩი საბერძნეთში
საგოლე პასი და 6 სეივი - გუგეშაშვილის მაგარი მატჩი საბერძნეთში