„ივლისში გავარკვიოთ ვის ეკუთვნის სატიტულო ბრძოლა“ - იანმა სენდჰეგენი გამოიწვია
გასულ შაბათს, კორი სენდჰეგენის მიერ ბრაზილიელი დეივისონ ფიგერედოს ტექნიკური ნოკაუტით დამარცხებამ UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა. სოლიდური გამარჯვების შემდეგ, თავად ამერიკელმა სპორტსმენმა შეიძლება ბევრის გადმოსახედიდან ზედმეტად ამბიციური განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ქამრისთვის შონ ომალის დაუპირისპირდება, რითაც ყველას ირიბად მიანიშნა, რომ ივნისის დასაწყისში მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში ფავორიტად „შუგას“ მიიჩნევს.
თუმცა, როგორც ჩანს, სენდჰეგენს სატიტულო ბრძოლის მიღებისთვის რიგში ჩადგომა მოუწევს. ყოველ შემთხვევაში ასე თვლის პეტერ იანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ UFC-ის ხელმძღვანელებიც ეთანხმებიან იმაში, რომ ამერიკელზე უფრო მეტად ჩემპიონთან, ან პრეტედენტთან ბრძოლის ჩანიშვნას უფრო მეტად ის იმსახურებს. თუ ვინ უფრო ღირსია ქამრის მოსაპოვებლად შანსის მიღების, ამის გასარკვევად იანმა სენდჰეგენს გამოწვევა გაუგზავნა და ივლისში ჩხუბი შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს აბუ დაბიში გამართულ დაპირისპირებაში პეტერ იანმა კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.