ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ამაზე კარგი ტრანსფერი არ გამიკეთებია“ - კიტეიშვილის შტურმის ყოფილი დირექტორი აქებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ბოლო პერიოდში გრაცის „შტურმში“ ნაჩვენები თამაშით მთელი ავსტრია აალაპარაკა. ქართველი ფეხბურთელი ბოლო მატჩებში თითქმის ყოველ ჯერზე ახერხებს გადამწყვეტი გოლის გატანას და ეს გასულ ტურში „ლინცის“ წინააღმდეგაც შეძლო, სადაც მისმა გუნდმა მისივე გოლით 1:0 გაიმარჯვა.

გავლენიან ავსტრიულ გამოცემა Kleine Zeitung-ზე „შტურმის“ ყოფილი სპორტული დირექტორის, გიუნტერ კრაილსის ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც გამოცდილი სპეციალისტი ავსტრიულ გუნდში კიტეიშვილის ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი კლუბში ყოფნის პერიოდში ქართველი ფეხბურთელის მიყვანით საუკეთესო ტრანსფერი გააკეთა.

გიუნტერ კრაილსი:

„როდესაც მის შესახებ გავიგე, დარწმუნებული ვიყავი, რომ გაამართლებდა. იმდროინდელმა მწვრთნელმა, ჰეიკო ვოგელმაც ძალიან დამიჭირა მხარი. იმის მიუხედავად, რომ ტრანსფერის საფასური ექვსნიშნა რიცხვი იყო, საბჭო მის მოყვანაში მაინც დამთანხმდა. იმ პერიოდში, ტრანსფერებისთვის დიდი ბიუჯეტი არც გვქონდა და ეს გარიგება გარკვეულწილად რისკის შემცველიც იყო“.

„მოლაპარაკებების პროცესი კარგად მახსოვს. ამსტერდამში, ერთ-ერთი სასტუმროს სახურავის ტერასაზე ვიჯექი და მის აგენტთან ტელეფონით ვსაუბრობდი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვილაპარაკეთ. საბოლოოდ, ეს საუბარი აღმოჩნდა გარდამტეხი ამ გარიგებაში“.

„ახლა ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ოთარი „შტურმთან“ ერთად ასეთ წარმატებას აღწევს. მას ვიცნობ როგორ გამორჩეულ, კეთილშობილ, მშვიდ და თავმდაბალ ადამიანს, რომელიც მოედანზე დიდი ვნებით თამაშობს. ჩემს კარიერაში ამაზე უკეთესი ტრანსფერი არ განმიხორციელებია“.

ცნობისთვის, ოთარ კიტეიშვილი მიმდინარე სეზოში „შტურმის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 12 გოლის გატანა შეძლო. საგულისხმოა, რომ 29 წლის ნახევარმცველი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და აქამდე, შიტაჩემპიონატის არც ერთ სეზონში არ ჰქონია 12 გოლი გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც სიტუაცია იძაბება, იქ ყოველთვის კიტეიშვილი ჩნდება“ - Kicker
„როდესაც სიტუაცია იძაბება, იქ ყოველთვის კიტეიშვილი ჩნდება“ - Kicker