ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი ტურის სიმბოლურში | ოთარი Sofascore-მა და Kicker-მა გამოარჩიეს

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში, „შტურმმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. გრაცელებმა „ლინცი“ სტუმრად დაამარცხეს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა და ქართველმა ნახევარმცველმა თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა.

„კიტე“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისი ასპარეზობა Kicker-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. ცნობილმა გამოცემამ ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.

იგივე ვითარება გვაქვს Sofascore-ის სიმბოლურ ნაკრებში. სტატისტიკურმა სააგენტომ „კიტეს“ თამაში 8.0 ქულით შეაფასა და ოთარი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მის გარდა, Sofascore-ის ტოპ 11-ში „შტურმის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, მაქს ჯონსტონი მოხვდა, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა.,

კიტეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - 1 გოლი, 38-დან 34 ზუსტი პასი (84%), 5 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 6 პოზიციური დუელიდან 2 მოიგო, სახიფათო სიტუაცია ორჯერ განმუხტა, 1 ართმევა, კარისკენ 3 დარტყმა, 1 ზუსტი, რომელიც გოლით დასრულდა, 1 არაზუსტი, ერთიც კი დაუბლოკეს.

29 ტურის შემდეგ „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში 36 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 მაისს, საკუთარ მოედანზე „ზალცბურგის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს