გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. შედეგად, ქართველი შემტევის გუნდმა ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლის გზაზე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ევროპაში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრის შანსებიც საგრძნობლად გაირთულა.

79-ე წუთზე, როდესაც „ლანსი“ 0:1 იგებდა, გიორგი მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა, მალევე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს და საბოლოოდ, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველის შემტევის თამაში გავლენიანმა ფრანგულმა სააგენტოებმა შეაფასეს.

რას წერენ სააგენტოები:

L’Equipe – 5 ქულა: თავით გოლების გატანა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, მაგრამ დღეს აქედანაც შეძლო თავისი გუნდის დახმარება. მის გოლს შეეძლო „ლიონის“ გამოცოცხლება გამოეწვია, მაგრამ იმედები მალევე მოკვდა. ოთხი ცდიდან კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა, კომბინირებულ თამაშში კი პარტნიორებთან შედარებით ოდნავ დაბალი დონის თამაში აჩვენა.

Maxifoot – 7 ქულა: ლაკაზეტის არყოფნისას, ქართველი შემტევი სასტარტოში მოგვევლინა და ძალისხმევა არ დაიშურა. პირველ ნახევარში იშვიათად ჩნდებოდა ხელსაყრელ პოზიციებზე, რამდენიმე არაზუსტი მცდელობის მიუხედავად, მაინც არ ნებდებოდა და გოლის გატანას ცდილობდა. ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ საბოლოოდ, თავით მაინც შეძლო გოლის გატანა.

Lyonfoot – 4 ქულა: მისმა გოლმა მაინც ვერ დაგვავიწყა მისი განიავებული შანსები, მცველებზე არასაკმარის გავლენას ახდენდა. ლაკაზეტის წასვლის შემდეგ მისი შეცვლა რთული იქნება...

24 წლის ქართველმა ფორვარდმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, ევროპა ლიგის 11 მატჩში - 4 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასის ორ მატჩში - 2 გოლი. საერთო ჯამში, ამ სეზონში მიქაუტაძემ 45 მატჩში აქტივში 28 საგოლე მოქმედება - 17 გოლი და 11 საგოლე პასი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის მე-17 გოლი | ლიონი შინ დამარცხდა და მე-7 ადგილზეა
მიქაუტაძის მე-17 გოლი | ლიონი შინ დამარცხდა და მე-7 ადგილზეა