ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ - არსენალი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე ლონდონის „არსენალს“ მიიღებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა, L’Equipe-მა და Le Parisien-მა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად თერთმეტეულში მოიაზრებს. როგორ L’Equipe-ის, ისე Le Parisien-ის შემადგენლობები ერთმანეთის იდენტურია:

დონარუმა - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი - რუისი, ვიტინია, ნევეში - დუე, დემბელე, კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ გუდნებს შორის ლონდონში გამართული პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა და ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა.

პსჟ-სა და „არსენალის“ საპასუხო დაპირისპირება 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენს იდეალურად მოერგო“ | რას წერს Gazzetta კვარასა და ნაპოლიზე
„პარი სენ-ჟერმენს იდეალურად მოერგო“ | რას წერს Gazzetta კვარასა და ნაპოლიზე