ბიქსენტ ლიზარაზუ
Aa
Aa

„შეტევაშიცაა და დაცვაშიც, იდეალური თანაგუნდელია“ | ლიზარაზუ კვარას ისევ აქებს

ბიქსენტ ლიზარაზუ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ქებას განაგრძობს. Telefoot-ის პირდაპირ ეთერში, ლიზარაზუ უსმან დემბელეს ტრავმას შეეხო და „არსენალთან“ გასამართ განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა.

„დემბელეს გარეშე რთული იქნება, რადგან გატანილი გოლების გარდა, მას საჭირო მენტალიტეტი და აგრესიულობა აქვს. უსმანის არყოფნის შემთხვევაში, შეტევის ხაზის დაბალანსება მოგვიწევს. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე ძალიან კარგია, მაგრამ ამ პოზიციაზე, ბარკოლაც მშვენივრად გამოიყურება და თუ მას მარცხენა ფლანგზე დავაყენებთ, შეგვეძლება, კვარაცხელია ცენტრში შევწიოთ, დეზირე დუემ კი მარჯვნიდან ითამაშოს.

პირველ შეხვედრაში, პარი სენ-ჟერმენი არსენალს ყველა ასპექტში სჯობდა. განმეორებით მატჩში, განსხვავებას პსჟ-ს ნახევარდაცვა შექმნის, რომელიც ძალიან ძლიერია, რადგან ბევრს დარბის და შეუძლია, ბურთი შეინარჩუნოს და თამაშის ტემპი გააკონტროლოს.

გარდა ამისა, ინდივიდუალურ დონეზე, პარი სენ-ჟერმენს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელი, რომლის მენტალიტეტიც გუნდს ერთ მუშტად კრავს. ეს ბიჭი ძაღლივით ბევრს დარბის! შეტევაშიცაა, დაცვაშიცაა და იდეალური თანაგუნდელია“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრას „პარკ დე პრენსი“ უმასპინძლებს. მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს