ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მისი თვისებების მქონე შემტევის პოვნა ძალიან რთულია“ - ენრიკემ კვარაზე ისაუბრა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ  პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და ქართველი შემტევის მისამართით აღფრთოვანება ვერ დამალა.

ლუის ენრიკე კვარაზე:

ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმების სურვილი ერთი, ან შეიძლება ორი სეზონის წინ გაჩნდა, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოვახერხეთ. მის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცოდით. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს, ისეთი, რომლის პოვნაც თავდამსხმელში საკმაოდ რთულია. რთულია, როდესაც ფეხბურთელი ქვეყნებს იცვლი, მისთვის ადაპტაცია რთული იყო, მაგრამ ის ამ პროცესის დროს საკმაოდ გახსნილი და გონიერი აღმოჩნდა. ახლა კი ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც ყველა თამაშში სხვებთან შედარებით მეტს, ან ცოტას თამაშობს. ის თავის ხარისხს აჩვენებს. რა თქმა უნდა, მისი პერფორმანსით ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგჯერ, სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ განსხვავებულ თამაშს აჩვენებს, მაგრამ ეს ლოგიკურია, რადგან გუნდში კონკურენტუნარიანი გარემოა. მომწონს, როგორც თამაშობს ბურთთან პირველი მიღების დროს. ის გუნდში საკმაოდ სწრაფად ადაპტირდა. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ის ახლა ჩვენთანაა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „არსენალს“ შორის ლონდონში გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა. საპასუხო დაპირისპირება 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ - არსენალი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში
პსჟ - არსენალი | იქნება თუ არა კვარაცხელია სასტარტოში