„შესაძლებელია“ - პორიემ პიმბლეტის ჩემპიონობის შანსები შეაფასა
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლმა, დასტინ პორიემ პედი პიმბელეტზე ილაპარაკა.
მისი თქმით, „ბედის“ შეუძლია ჩემპიონი გახდეს.
„ვიყავი თუ არა იმით გაკვირვებული, რაც პიმბლეტმა მაიკლ ჩენდლერს გაუკეთა? რა თქმა უნდა. სინამდვილეში ვფიქრობდი, რომ ჩენდლერი მას სცემდა, თუმცა შევცდი. შეუძლია თუ არა პიმლეტს ჩემპიონი გახდეს? კი. თუ მას ამის სჯერა, თუ ძალიან ბევრს ივარჯიშებს და გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს, ეს შესაძლებელია“, - თქვა პორიემ არიელ ჰელვანის პოდკასტში.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ჩენდლერი მესამე რაუნდში დააფინიშა და UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ორთაბრძოლის შემდეგ, პედიმ ჯასტინ გეიჯი, ჩარლზ ოლივეირა, დასტინ პორიე და არმან ცარუკიანი გამოიწვია.