სტეფანო პიოლი
Aa
Aa

კრიშტიანუ მწვრთნელის გარეშე - პიოლი ფიორენტინაში წავიდა

ცნობილი იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანო პიოლი რამდენიმე დღეში „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. იტალიელის სპეციალისტი „ალ-ნასრის“ ხელმძღვანელებს დაკავებული პოსტიდან ჯერჯერობით არ გაუნთავისუფლებიათ, თუმცა იმის გამო, რომ კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა სეზონი უტიტულოდ დაასრულეს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მათ მომდევნო წლიდან ახალი დამრიგებელი ეყოლებათ.

პიოლიმ ფლორენციულ კლუბთან, რომელსაც 2017-2019 წლებში ხელმძღვანელობდა, 3-წლიან კონტრაქტზე წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ხელშეკრულება ძალიან მალე გაფორმდება. ასევე არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომელიც სტეფანოს „ვიოლას“ ხელმძღვანელებთან ექნება და ეს უპირველეს ყოვლისა შემადგენლობის გაძლიერებას ეხება, რომლის გარეშეც ის დასახული მიზნების მიღწევას შეუძლებლად მიიჩნევს.

სამწვრთნელო კარიერის მანძილზე სტეფანო პიოლიმ ყველაზე დიდ წარმატებას „მილანთან“ ერთად მიაღწია, რომელსაც 2021-2022 წლებში სკუდეტო მოაგებინა და როსონერიმ მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონის ტიტული 11-წლიანი პაუზის შემდეგ მეცხრამეტედ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველები გამოუჩნდნენ | გოგლიჩიძეს ტრანსფერზე 4 კლუბი ფიქრობს
ახალი მსურველები გამოუჩნდნენ | გოგლიჩიძეს ტრანსფერზე 4 კლუბი ფიქრობს