კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

გოლი 48 ნაკრების კარში - კრიშტიანუს მორიგი რეკორდი

კრიშტიანუ რონალდუ 39 წლის ასაკშიც ძველებური შემართებით გადის მოედანზე და სხვადასხვა რეკორდებს ამყარებს. მისი ბოლო მიღწევა მართლაც შთამბეჭდავია - უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიის ეროვნული გუნდი საკუთარ სტადიონზე შოტლანდიის ნაკრების დამარცხებას მანამდე ვერ ახერხებდა, სანამ შეცვლაზე შესულმა რონალდუმ 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი არ გაიტანა.

შედეგად, შოტლანდია გახდა რიგით 48-ე ქვეყნის ეროვნული გუნდი, რომლის კარშიც კრიშტიანუს ბურთი აქვს გატანილი. ყველაზე მეტჯერ მან ლუქსემბურგი (11) დაამწუხრა, მეორე-მესამე ადგილებზე კი შვედეთი (7) და ლიეტუვა (7) არიან.

39 წლის რონალდუმ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გამარჯვების ბურთი ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეაგდო. სქოთებამდე შესრულებულ გადამწყვეტ დარტყმამდე, მან ლუზიტანებს ხორვატებთან მოაგებინა, იქამდე კი „ალ ნასრის“ „ალ ფეიჰასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. მთლიანობაში კი ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედანს უგოლოდ უკვე 6 მატჩია არ ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ მე ვიცი, რამდენად რთულია... | რონალდუ თავის მე-900 გოლზე
მხოლოდ მე ვიცი, რამდენად რთულია... | რონალდუ თავის მე-900 გოლზე