კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: “რონალდუ 72 საათში ორ 90-წუთიან მატჩს ვერ ითამაშებს“

ერთა ლიგის მორიგ ტურში პორტუგალიამ შოტლანდია 2:1 დაამარცხა. კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ამ გადაწყვეტილების შესახებ, რობერტო მარტინესმა ისაუბრა.

რა თქვა მარტინესმა?

„კრიშტიანუ რონალდუ დიდებულ ფორმაშია. სექტემბერია, მან კლუბში სამი მატჩი ჩაატარა და გოლები გაიტანა. რატომ დავსვი სკამზე? რონალდუ 72 საათში ორ 90-წუთიან მატჩს ვერ ითამაშებს, მას უნდა გავუფრთხილდეთ.

დღეს მთავარი ის იყო, რომ მოედანზე ყოფნა სურდა და გამოვიდა კიდეც. არ ჰქონდა მნიშვნელობა ძირითადში დაიწყებდა, თუ არა. მომწონს მისი ერთგულება და სულისკვეთება. მზად არის გააკეთოს ის, რაც ნაკრებს სჭირდება და კიდევ ერთხელ იყოს მთავარი ფიგურა.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მინდორზე მეორე ტაიმის დაწყებისას გამოჩნდა. 88-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო, რა დროსაც ალ ნასრის შემტევმა გაისროლა და პორტუგალიას მოაგებინა. ცნობისთვის, ეს მის კარიერაში 901-ე გოლი იყო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ასევე დაგაინტერესებთ
      სილვინიო: “საქართველოს სახით ძლიერი მეტოქე გვყავს“
      სილვინიო: “საქართველოს სახით ძლიერი მეტოქე გვყავს“