ინტერი, პსჟ, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

ალ-ხელაიფი: “აქამდე მოსასვლელად 14-წლიანი შრომა დაგვჭირდა“

მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.

მატჩს დასრულების შემდეგ, ფრანგული გიგანტის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა.

ალ-ხელაიფი:

„5:0 მოვიგეთ! ეს წარმოუდგენელ სიზმარს ჰგავს. ეს დავიმსახურეთ. საფრანგეთის ლიგა 1-ს ყველა აკრიტიკებს. ჩვენზე ამბობენ, რომ ხარისხი არ გვაქვს, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს!!

აქამდე მოსასვლელად 14-წლიანი შრომა დაგვჭირდა. ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალს ვაშენებთ. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გვყავს.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ნერაძურის მეოთხე გოლი გაუტანა. იქამდე კი მეორე გოლის დროს პრე-ასისტი მიითვალა.

ასევე გეტყვით, ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო პირველი, ვინც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდები და სტატისტიკა | ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო ფაქტები
რეკორდები და სტატისტიკა | ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო ფაქტები