დუბლი და 2 საგოლე პასი - მესიმ კოლუმბუსთან გაიბრწყინა
MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ კოლუმბუს ქრიუს უმასპინძლა და მარტივად 5:1 გაანადგურა.
მორიგი დაუვიწყარი მატჩი ჰქონდა ლიონელ მესის, რომელმაც ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ასევე, ლუის სუარესის გოლის ეპიზოდში პრე-ასისტი მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ლიონელს მაქსიმალური შეფასება 10 ქულა დაუწერა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 8 ოქროს ბურთის მფლობელმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.