ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო დავითაშვილი: „ევროზე სულ სხვა დონეა“

თურქეთთან მატჩისგან განსხვავებით, ზურიკო დავითაშვილი მეორე ტურში ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მანაც მთავარი მწვრთნელის იმედები ასი პროცენტით გაამართლა - 23 წლის ზურიკო განსაკუთრებით პირველ ტაიმში ძალიან აქტიური იყო და საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა შეტევა მისი მეშვეობით ვითარდებოდა. ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში კონტინენტის პირველობის შესახებ ზურიკომ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

რა თქვა დავითაშვილმა

ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის ყველასთვის საოცნებოა - ჩემთვისაც ანალოგიურად - აქ მოხვედრა ოცნება იყო. როცა გამოდიხარ და შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია ალბათ არ არსებობს. ჰიმნის დროს რომ დგახარ მოედანზე ყველანაირი ემოცია გაწვება შინაგანად და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გრძნობა კარიერაში.

გვითამაშია სავსე ტრიბუნების ფონზე ჩვენს ქვეყანაში, ამაზე დიდი აჟიოტაჟიც ყოფილა და ამაზე მეტი ხალხიც, მაგრამ როდესაც ნეიტრალურ ადგილზე, ევროპის ჩემპიონატზე ხარ, რაღაცნაირად სხვა გარემოა. ყველაფერს ეტყობა, არამარტო სტადიონზე გასვლას, მომზადებას, პროცესს, ქალაქში ყოფნას - სულ სხვაა.

გულშემატკივარზეც მინდა ვთქვა, რომ მათი მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც მოდის იქიდან, ეს ყველაფერი ძაან ბევრ რამეს გვმატებს.

საქართველოს ნაკრებში გამართულ 37 შეხვედრაში, საიდანაც 20 შემთხვევაში თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად, 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი ქომაგებს: „თქვენს გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით“
მამარდაშვილი ქომაგებს: „თქვენს გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით“