ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ერთს რჩევას მივცემდი“ | რა თქვა ჰოლოუეიმ თოფურიაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „დალოცვილმა“ ბრძოლისწინა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მოქმედი ჩემპიონისთვის ერთი რჩევა აქვს.

„ამ სპორტში რამდენიმე ვარიანტის ქონა ყოველთვის კარგია. პირველ რიგში, ჯასტინ გეიჯისთან გასამართ ჩხუბზე ვარ ორიენტირებული, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში კი საინტერესო ბრძოლა მელოდება. ის ბიჭი ლაპარაკობს, მე კი ვუსმენ.

თოფურიას ერთ რჩევას მივცემდი. როცა ჩემთან ჩხუბის კონტრაქტს დაუდებენ, ხელი მოაწეროს და თავის გასამართლებელი მიზეზების ძებნა არ დაიწყოს. რას ვფიქრობ ილიაზე? საეჭვო ჩემპიონია. მასთან ჩხუბის არანაირი პრობლემა არ მაქვს. წადით და მას ჰკითხეთ, რა აზრისაა. ქამრისთვის ბრძოლა ყოველთვის მინდოდა და ბევრი პრეტენდენტი დამიმარცხებია, მაგრამ იყო ერთი, რომელთანაც გადაკვეთა არ მქონია. ჰკითხეთ UFC-ს ასე რატომ მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ საჩემპიონო ქამარი ჟოზე ალდოს დამარცხებით მოიპოვა, ტიტული კი ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დაკარგა. მაქსმა ბოლოს „კორეელ ზომბის“ მოუგო, ხოლო მანამდე არნოლდ ალენს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კურტუასაც გადაასწრო - მამარდა ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!
კურტუასაც გადაასწრო - მამარდა ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!