გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

კურტუასაც გადაასწრო - მამარდა ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა!

ცნობილი სატრანსფერო პორტალის, Transfermarkt-ის ვერსიით, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

პორტალის განახლებულ მონაცემებში ქართველმა მეკარემ მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯს, ტიბო კურტუასაც გაუსწრო და პირველ საფეხურზე გადაინაცვლა.

კურტუას გარდა, მამარდაშვილი ისეთ მეკარეებსაც ჯობნის, როგორებიც არიან იან ობლაკი (ატლეტიკო), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) და უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო)

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

მონაცემების განახლებამდე, მამარდაშვილის ღირებულება 30 მილიონ ევროდ ფასდებოდა და აქამდე, ეს ლა ლიგაში მე-5 მაჩვენებელი იყო. ქართველმა მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისური 30 შეხვედრაში მოირგო და 32 ბურთი გაუშვა, კარი კი მშრალად 11 მატჩში შეინახა.

შეგახსენებთ, რომ „ღამურებმა“ ქართველი მეკარე თბილისის „დინამოდან“ სულ რაღაც 850 ათას ევროდ შეიძინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე
„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე