საქართველოს თასის ფინალი: საბურთალომ ბათუმის დინამო დაამარცხა
„დავით ყიფიანის“ სახელობის საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდნენ.
მატჩს დრამატული ფინალი ჰქონდა და საბოლოოდ თასი „საბურთალოს“ დარჩა, რომელმაც შეხვედრა 1:0 მოიგო.
შეხვედრა დაბალ ტემპში წარიმართა და პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
შესვენებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კრისტალბეთის საერთო გათამაშება გაიმართა. მატჩზე მოსულმა გულშემატკივრებმა აიფონ 15, ფლეისთეიშენ 5 და ტელევიზორი მოიგეს.
მეორე ნახევარშიც ბევრი არაფერი შეცვლილა და თითქოს ყველაფერი დამატებითი ტაიმებისკენ მიდიოდა.
გიორგი მიქაძემ 91-ე წუთზე მოედანზე გიორგი სიხარულიძე შეუშვა, რომელმაც 1 წუთის შემდეგ, 92-ე წუთზე კუთხურიდან ზუსტი თავურით გატანა შეძლო და მატჩის გმირი გახდა.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ბოლო წუთები ზედრამატული გამოდგა. „დინამომ“ მომენტების შექმნა შეძლო. კუპატაძემ ვაწაძის თავურის მოგერიება შეძლო.
შემდეგ კი იყო ფაცაციას წაქცევა და საკამათო ეპიზოდი, როცა ბათუმელები პენალტს ითხოვნდნენ. ამ მომენტის შემდეგ მოედანზე სიტუაცია უმართავი დარჩა და ჩხუბი დაიწყო, რომელიც მატჩის სასტვენისთანავე ტრიბუნებზე გადავიდა და ამ არეულობაში მონაწილეობა ქომაგებმაც მიიღეს.