გამარჯვება ოვერტაიმში | პეისერსმა ნიქსთან სერია მოგებით დაიწყო
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში „ნიუ იორკ ნიქსმა“ „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლა - მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მოგება „პეისერსს“ დარჩა - 138:135. აღსანიშნავია, რომ ოვერტაიმის ბოლო შეტევაში მასპინძლებმა სამქულიანი ორჯერ ისროლეს, თუმცა მატჩი ვერც ჯეილენ ბრანსონმა და ვერც კარლ-ენტონი თაუნსმა გადაარჩინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადი დროის ბოლო წამებზე „ინდიანა“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტაირიზ ჰალიბერტონმა სამქულიანის ხაზს დააბიჯა, რის გამოც მისი სროლა მხოლოდ 2-ქულიანი აღმოჩნდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
„ინდიანას“ რიგებში ორმაგი დუბლი ჰალიბერტონმა შეასრულა (31 ქულა, 4 მოხსნა, 11 ასისტი), „ნიქსის“ რიგებში კი საუკეთესოები ბრანსონი (43 ქულა, 1 მოხსნა, 5 ასისტი) და თაუნსი (35 ქულა, 12 მოხსნა, 2 ასისტი) იყვნენ.
სერიის მეორე მატჩი ნიუ იორკში, თბილისის დროით 24 მაისს, 04:00 საათზე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ოკლაჰომა“ „მინესოტასთან“ 1:0 იგებს. სერიის მეორე მატჩი ხვალ გამთენიისას გაიმართება.