4 ფორვარდს აკვირდებიან - მიქაუტაძე იუვენტუსის სამიზნეშია
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ტურინის „იუვენტუსი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და პირველ რიგში თავდასხმაში ახალ სახეებს უნდა ველოდოთ.
Tuttosport-ის ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს. უცნობია იჯარით დამატებული კოლო მუანის ბედი. სამაგიეროდ ცნობილია იმ ფორვარდთა სია, რომელიც ტურინელთა სამიზნეთა შორის მოხვდნენ და მასში გიორგი მიქაუტაძეც იმყოფება.
ვიქტორ ოსიმენი, ვიქტორ ბონიფეისი, არნო კალიმუენდო და გიორგი მიქაუტაძე.
ბრიტანული onefootball-ი აღნიშნავს, რომ ამ სიაში ოსიმენი ყველაზე ძვირია - 75 მილიონი ევრო. ბონიფეისი 45 მილიონად არის შეფასებული. ჟორჟი და კალიმუენდოს ღირებულება 20-25 მილიონ ევროზე მერყეობს. მთავარია „ბებერი ქალბატონი“ რამხელა თანხის გადახდას გადაწყვეტს ახალი ფორვარდის შესაძენად.
აქვე გეტყვით, რომ „ლიონი“ ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია და ზაფხულში შესაძლოა ფეხბურთელების გაყიდვა მოუწიოთ.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, 24 წლის ქართველმა ამ სეზონში „ლიონის“ რიგებში 47 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.