„ალისონის დამატება გვინდოდა, მაგრამ...“ - სპალეტიმ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „იუვენტუსს“ „ლივერპულის“ მეკარესთან, ალისონ ბეკერთან წინასწარ შეთანხმებას მიღწეული ჰქონდა, თუმცა ტრანსფერი მერსისაიდულმა კლუბმა ჩაშალა. ამის შემდეგ, ტურინულმა გუნდმა გეგმა B აამოქმედა და „ტოტენჰემის“ მაკარეზე, ვიკარიოზე გადაერთო. საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და იტალიელი მეკარე კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
ამასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომელმაც ვიკარიოს ტრანსფერი მოიწონა. იტალიელმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ გუნდი თავდაპირველად ალისონის, შემდეგ კი ემილიანო მარტინესის დამატებას ცდილობდა, თუმცა მოლაპარაკებები მათი ამჟამინდელი კლუბების ძალისხმევის შედეგად ჩაიშალა.
„გარკვეული შეფასებები უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მთლიანობაში ვიკარიოსთან დაკავშირებით ეჭვი არ გვეპარებოდა. მოხარული ვარ, რომ ის კარიერას ჩვენთან გააგრძლებს.
გვინდოდა და ვფიქობდით ისეთი გამოცდილი მეკარეების მოყვანაზე, როგორებიც არის ალისონი, ემილიანო მარტინესი არიან. გამოცდილების კუთხით მეტის მისაღებად სწორედ ასეთი სახელების დამატება გვჭირდებოდა.
თუმცა, ვიკარიომაც მოიგო ტურნირები, მას აქვს საზღვარგარეთ ძალიან მნიშვნელოვან კლუბში თამაშის გამოცდილება, ასე რომ, ჩვენ სწორედ ამ დონეზე ვართ“, - განაცხადა სპალეტიმ.