მამარდა იუვენტუსში? - ტურინელები იჯარას განიხილავენ
ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ალისონ ბეკერი იუვენტუსში გადავიდოდა, თუმცა ბოლო ცნობებით აღნიშნული ტრანსფერი არ შედგება.
სულ ცოტა ხნის წინ, იტალიურმა ავტორიტეტულმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ალისონის ტრანსფერი გამოირიცხება ტურინული კლუბი მამარდაშვილის იჯარის წესით გადაბირებას შეეცდება.
2027 წელს კი, როცა ალისონის კონტრაქტი ლივერპულთან ამოიწერება, ბებერი ქალბატონი მას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, ხოლო მამარდაშვილი ლივერპულში დაბრუნდება.
ცნობისთვის, ალისონის წასვლის შემთხვევაში არის შანსი, რომ მამარდაშვილს რეგულარული სათამაშო დრო მაინც არ მიეცეს.
საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში „წითლებს“ დიოგუ კოშტას უკავშირებენ და შესაძლოა, ალისონის შემცვლელად სწორედ ის მოიყვანონ. ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება.