„ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ“ - იმედგაცრუებული შოუ და გარნაჩო
წლევანდელი სეზონი „მანჩესტერისთვის“ არსებობის ისტორიაში უცუდესი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაინც გამოდგა - გუნდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში სამარცხვინოდ იასპარეზა და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეთქვსმეტე ადგილზეა. იმედი იმისა, რომ ევროპა ლიგის მოგებითა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებით ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, გუშინ „ტოტენჰემთან“ (0:1) განცდილი მარცხით დასამარდა, რის შემდეგაც „იუნაიტედის“ ფეხბურთელები იმედგაცრუებას ვერ მალავდნენ.
ლუკ შოუ
პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ფეხბურთელებმა უნდა ავიღოთ, რადგან მოედანზე ჩვენ გავდივართ და ჩვენი ბრალია ის ყველაფერი, რომ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ქვედა ნაწილში ვართ, ხოლო ევროტურნირებზე მომდევნო სეზონში ვერ ვიასპარეზებთ. ვფიქრობ, თითოეულმა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა, რამდენად ვართ სარგებლიანები ამ კლუბისთვის? „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრადიციების და დონის მქონე გუნდს მეთექვმესტე პოზიციაზე არაფერი ესაქმება.
ალეხანდრო გარნაჩო
ჩვენს თავს საშინელება ხდება. ევროპა ლიგის ფინალი წავაგეთ, ხოლო ინგლისის პრემიერ ლიგაში ვერავის ვერ მოვუგეთ. ფინალამდე თითქმის ყველა რაუნდში ძირითადში ვიყავი, გადამწყვეტ მატჩში კი მხოლოდ 20 წუთი მომეცა, რის გამოც უკმაყოფილო ვარ. სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? წინ ზაფხულია, კარგად დავისვენებ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
ცნობისათვის, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონი უტიტულოდ სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაასრულა - ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით „წითელმა ეშმაკებმა“ 2023 წელს - ლიგის თასი, ხოლო 2024-ში ასოციაციის თასი მოიგეს.