შავი ლომი
Aa
Aa

გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - შავი ლომი ფლეი-ოფშია

რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „შავი ლომი'' „თელ-ავივ ჰითს'' შეხვედრა, მძიმე ბრძოლაში 29:27 მოუგო. 

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა სამი ლელო დადეს, თავი ივანიშვილმა, აფციაურმა და ტაბუცაძემ გამოიჩინეს. პირველ ტაიმში „შავი ლომის'' უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა მეორე ნახევარში ებრაულმა გუნდმა ინიციატივა მოიპოვა, თავი უკეთ წარმოაჩინა, თუმცა თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო. საბოლოო ჯამში მეტოქემ 17-ქულიანი ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგეს, პირველ ადგილზე გავიდნენ, რაც ფლეი-ოფში მოედნის უპირატესობას მიანიჭებს.

ფოტო: „შავი ლომის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები