ზედიზედ მეხუთედ - 18-წლამდე ნაკრები რაგბი ევროპის გამარჯვებულია
რაგბი ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, ფინალურ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიელები დამაჯერებლად, 19:3 დაამარცხეს. საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
პირველ ტაიმში ლელო ტატო ბურთიკაშვილისა და ანდრო დვალის აქტივშია, გიგი სირბილაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში დადებული ლელო გიორგი სპანდერაშვილის ანგარიშზეა.
მატჩის მიმოხილვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან:
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში (არმია)
შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.)
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 20. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 25. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები)