ბათუმმა აია 14 კაცით დაამარცხა და დიდი 10 მოიგო
ბათუმი „დიდი 10“-ის გამარჯვებულია. ქუთაისში, აია არენაზე გამართულ ფინალში ქუთაისის ბათუმი ადგილობრივ „აიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 10:14 დაამარცხა.
იმის მიუხედავად, რომ ბათუმელები მატჩის სტარტზე რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ, გამარჯვება 14 კაცით მაინც მოახერხეს. მე-15 წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ვაჟა თაგაური გააძევა და მალევე, ქუთაისელებმა პირველი ლელოც გაიტანეს, რომელიც გიორგი ფრუიძის ანგარიშზეა. პირველ ნახევარში მეტი ლელო არ დადებულა და გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ჯარიმები გაცვალეს - 1 ქუთაისელებმა, 3 კი ბათუმელებმა და საბოლოოდ, ტაიმი „აიას“ სასარგებლოდ 10:9 დასრულდა.
მეორე ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მხოლოდ ერთი ლელო გავიდა. 67-ე წუთზე სერგი ჩხაიძემ გამოიჩინა თავი და საბოლოოდ, ბათუმელთა სასარგებლოდ საჩემპიონო ლელოც გაიტანა.
ცნობისთვის, ბათუმმა ჩემპიონობა ისტორიაში მეხუთედ იზეიმა.