შავი ლომი | გადაადგილებებით „გლაზგო ვორიორსთან“
შოტლანდიური ტურნეს მეორე თამაშს ‘შავი ლომი’ გლაზგოში, „სკოტსთოუნზე“ 22 მაისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე ‘გლაზგო ვორიორსის’ მეორე გუნდთან გამართავს.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა 5 დღის წინ ‘ედინბურგი A’ 47:33 დაამარცხეს. ქართველთაგან ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძემ, აკაკი ტაბუცაძემ (2), ზაურ ლუტიძემ, ირაკლი ქვათაძემ, შალვა აფციაურმა და ამირან შვანგირაძემ გაიტანეს.
იმ თამაშის მსგავსად ‘გლაზგო ვორიორსთანაც’ შეცვლები ულიმიტო იქნება და მატჩში მონაწილეობას 30-ივე მოთამაშე მიიღებს. სასტარტო 15-ში ორი ცვლილებაა, თუმცა ხაზში მრავლადაა გადაადგილებები.
ფულბეკის პოზიციაზე თამაშს ოთარ მეტრეველი იწყებს. შალვა აფციაურმა ფრთაზე გადაინაცვლა. თავის მხრივ, ფრთიდან ცენტრში შეიწია ალექსანდრე თოდუამ, რომელსაც დემურ თაფლაძე შეუწყვილდება. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს აკაკი ტაბუცაძემ, ლუკა ცირეკიძემ და თენგიზ პერანიძემ.
ერთი ცვლილებაა შერკინებაში, სადაც ნიკოლოზ ხატიაშვილის ნაცვლად დათო აბდუშელიშვილს ვიხილავთ. თამაშს კვლავ პირველივე წუთიდან იწყებენ ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი კერვალიშვილი და გიორგი სინაურიძე.
22 მაისი. გლაზგო. სკოტსთოუნი. 18:30 (საქ. დრო)
გლაზგო ვორიორსი A (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. დემურ თაფლაძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ზაურ ლუტიძე.
წყარო: Rugby.ge