შავი ლომი | შემადგენლობა ედინბურგის წინააღმდეგ
ხვალ, 17 მაისს, საქართველოს დროით 16 საათზე, ბრიტანულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ პირველ ამხანაგურ თამაშს გამართავს. მისი მეტოქე ‘ედინბურგი A’ იქნება.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა უკვე დაასახელა ის 15 მოთამაშე, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრაში მონაწილეობას ტურნეზე მყოფი 30-ივე მორაგბე მიიღებს.
შოტლანდიაში ‘შავი ლომი’ მეორე თამაშს 22 მაისს, ‘გლაზგო ვორიორსთან’ გამართავს.
‘ედინბურგის’ პირველ გუნდს ‘შავი ლომი’ წლევანდელ ჩელენჯ თასზე ეთამაშა და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.
რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში ‘ედინბურგს’ 17 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს (7 მოგება, 1 ფრე, 9 მარცხი, 14 ბონუს-ქულა), მე-10 ადგილზეა და საჩემპიონო ფლეი ოფში (8 საუკეთესო გუნდი) გასვლისთვის იბრძვის. ‘გლაზგო ვორიორსი’ 59 ქულით (11 მოგება, 6 მარცხი, 15 ბონუს-ქულა) მესამე პოზიციაზეა.
17 მაისი. ედინბურგი. 16:00 (საქ. დრო)
ედინბურგი A (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი; ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, ამირან შვანგირაძე, ოთარ მეტრეველი.