შავი ლომი | 30 მორაგბით შოტლანდიაში
‘შავი ლომი’ 15 მაისს ბრიტანულ ტურნეში 30 მორაგბით გაემგზავრება და შოტლანდიურ ფრენჩაიზებთან - ‘ედინბურგA’-სთან და ‘გლაზგო ვორიორსთა’ ამხანაგურ თამაშებს გამართავს.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ‘ედინბურგს’ 17 მაისს, ხოლო ‘გლაზგოს’ 22 მაისს ეთამაშებიან.
ბრიტანული ტურნესთვის ჩვენს გუნდს ოთხი ახალი მოთამაშე დაემატა. ‘შავ ლომში’ ადრეც უთამაშია (2021-2022 წლები) და ახლაც გუნდთან ერთადაა ქუთაისის ‘აიას’ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი. ახალი სახეები არიან თბილისის ‘ლელოს’ მგეზავი გელა ხელაძე, ‘ხვამლის’ ცენტრი ზაურ ლუტიძე და ‘აიას’ ფულბეკი ოთარ მეტრეველი.
ტრავმის გამო შოტლანდიაში ვერ მიდიან ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი და ცენტრები - იოანე მეტრეველი და თორნიკე კახოიძე.
გაფართოებულ შემადგენლობაში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა.
შეგახსენებთ, ‘ედინბურგს’ ‘შავი ლომი’ წლევანდელ ჩელენჯ თასზე ეთამაშა და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.
რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში ‘ედინბურგს’ 17 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს (7 მოგება, 1 ფრე, 9 მარცხი, 14 ბონუს-ქულა) და მე-10 ადგილზეა. ‘გლაზგო ვორიორსი’ 59 ქულით (11 მოგება, 6 მარცხი, 15 ბონუს-ქულა) მესამე პოზიციაზეა.
შავი ლომი შოტლანდიაში
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დათო აბდუშელიშვილი, ვასილ კაკოვინი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, კახაბერ დარბაიძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ლუკა ივანიშვილი;
ხაზი: ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, თენგიზ პერანიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, გელა ხელაძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, ლუკა ცირეკიძე, ოთარ მეტრეველი.
წყარო - rugby.ge