სპანდერაშვილის ლელო საფრანგეთში - ვალანს რომანმა ანგულემს მოუგო
ილია სპანდერაშვილმა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში მორიგი ლელო დადო. 30-ე ტურში „ვალანს რომანმა“ საკუთარ სტადიონზე „ანგულემს“ 17-ქულიანი სხვაობით, 39:22 მოუგო და გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი 27 წლის ქართველმა მორაგბემ შეიტანა, რომელიც ამ გუნდში რამდენიმე თვის წინ გადავიდა და ადაპტაცია უმოკლეს დროში გაიარა.
მასპინძლებმა სტუმრებს პირველ ტაიმში ორი ლელო დაუდეს და აქედან ერთი სპანდერაშვილის ანგარიშზე გახლდათ, რომელმაც თავი 24-ე წუთზე გამოიჩინა. ილიამ წლევანდელ პირველ დივიზიონში 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 13 სასტარტოში დაიწყო, საერთო ჯამში 784 წუთი ითამაშა და მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღო.
30-ე ტურით საფრანგეთის პრო D2-ის წლევანდელი სეზონის რეგულარული ეტაპი დასრულდა და „ვალანს რომანმა“ 64 ქულით გათამაშება მეცხრე ადგილზე დაამთავრა. TOP 14-ში „გრენობლი“ და „ბრივი“ აღზევდნენ, ხოლო „კოლომიე“, „პროვანსი“, „ანგულემი“ და „მონტობანი“ ამის გაკეთებას პლეი ოფის გზით შეეცდებიან.