საქართველოს მორაგბეთა 18-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

საქართველო რაგბის ევროპის ფინალშია - 18-წლამდელებმა ნიდერლანდებს მოუგეს

რაგბიში, ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დამაჯერებლად, 29:10 დაამარცხა. რაგბი ევროპის 18-წლამდე გათამაშების ფინალში საქართველოს ნაკრები მერვედ ითამაშებს და ტიტულის მოპოვება მეხუთედ შეეძლება. ფინალში პორტუგალიას შევხვდებით, ეს მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება.

მატჩის მიმოხილვა

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩეხეთში მიმდინარეობს.

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო)

შერკინება: 1. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (ყოჩები), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.)

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 18. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში (არმია), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. სანდრო სესიაშვილი (არმია), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები