ბექა გორგაძე
Aa
Aa

გორგაძის ლელო და კარგი თამაში - პომ სტუმრად ლიონს მოუგო

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში გატანილი ლელოთი თავი კიდევ ერთმა ქართველმა მოთამაშემ გამოიჩინა. TOP 14-ის XXIII ტურში „პომ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძეა, სტუმრად დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონი“ დაძაბულ ბრძოლაში, 29:27 დაამარცხა, გამარჯვებულთა შორის კი, ერთ შემთხვევაში მეტოქის ჩათვლის მოედანი სწორედ გორგაძემ აიღო.

გორგაძემ მატჩი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკმაოდ აქტიური იყო. 38-ე წუთზე ლელო დადო, 53-ეზე ყვითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო 73-ე წუთზე შეცვალეს. „პოს“ მეორე ქართველი ლეგიონერი გურამ პაპიძე შეხვედრაში მეორე ტაიმში ცვლილებაზე ჩაერთო. რაც შეეხება „ლიონს“, მატჩში მონაწილეობა ირაკლი აფციაურმა და ბექა შვანგირაძემ მიიღეს, დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე კი მთავარმა მწვრთნელმა უფრო პრინციპული თამაშებისთვის შემოინახა.

ამ გამარჯვებით „პომ“ სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა და მეშვიდეადგილოსან „ლიონთან“ ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მომდევნო ტურში ლიონელები სტუმრად „სტად ფრანსეს“ დაუპირისპირდებიან, „პო“ კი „ტულონს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-ქალა | რაგბი ევროპის ჩემპიონატამდე ბონსა და ტურში
7-ქალა | რაგბი ევროპის ჩემპიონატამდე ბონსა და ტურში