სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

2024 წელს შესაძლოა საქართველომ სამხრეთ აფრიკასთან ითამაშოს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შესაძლოა 2024 წლის ივლისში მსოფლიო ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ტესტ მატჩი გამართოს.

TheSouthAfrican.com-ი წერს, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნოემბრის ტესტებზე თამაშს არ გეგმავენ, ამის ნაცვლად კი 2024 წლის ივლისში ითამაშებენ.

ივლისში სამხრეთ აფრიკა ჯერ ირლანდიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი როგორც წყარო წერს, ტიერ 2 დონის ნაკრებთან თამაშს გეგმავენ.

„სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, შესაძლოა, ივლისის ტესტმატჩებზე ტიერ 2 დონის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს. მაგალითად, საქართველოსთან“.

- TheSouthAfrican.com-ი.

„ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკას ისტორიაში სულ 2-ჯერ შეხვდნენ: 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 19:46 დავმარცხდით და მეორედ 2021 წლის ტესტმატჩში 9:40 დავთმეთ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ახალ ზელანდიას 12:11 მოუგო და ისტორიაში პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მეოთხედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაგბი ევროპის სუპერთასი: შავმა ლომმა ლუზიტანუშსაც მოუგო
რაგბი ევროპის სუპერთასი: შავმა ლომმა ლუზიტანუშსაც მოუგო