შავი ლომი, რაგბი ევროპის სუპერთასი
Aa
Aa

რაგბი ევროპის სუპერთასი: შავმა ლომმა ლუზიტანუშსაც მოუგო

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მეორე ტურის შეხვედრა სტუმრად, პორტუგალიურ „ლუზიტანუშთან“ გამართა და დამაჯერებლად, 22:0 გაიმარჯვა.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ნახევარში მეტოქე ორი ლელო დაუდო. თავი ირაკლი ქვათაძემ და ოთარ ლაშხმა გამოიჩინეს. ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმი 10:0 მოიგეს.

ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა მეორე ნახევარშიც შეინარჩუნა და მეტოქის ნახევარზე კიდევ ორი ლელო დაიდო. თავი ჯერ თენგიზ პერანიძემ გამოიჩინა, რომელსაც ლუკა მატკავას მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მოყვა, შემდეგ კი ლელო ბექა მამრიკიშვილმა დადო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ „შავი ლომი“ პირველ ტურში თბილისში ესპანურ „იბერიანსს“ შეხვდა და 39:19 გაიმარჯვა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 18 ნოემბერს, სტუმრად „თელ ავივ ჰიტთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები