გიორგი მამარდაშვილი, უგო დურო
Aa
Aa

„ლა ლიგის გუნდებს მისი წასვლა გაუხარდებათ“ - უგო დურო მამარდაშვილს დაემშვიდობა

„ვალენსიას“ შემტევმა, უგო დურომ „ატლეტიკ ბილბაოსთან“ 0:1 მარცხის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თანაგუნდელებს ქართველი მეკარე ძალიან მოენატრებათ.

რას ამბობს დურო:

„მამარდაშვილი ნამდვილად ძალიან მოგვენატრება, ლა ლიგის დანარჩენი გუნდები კი მისი წასვლით ბედნიერები იქნებიან. ძალიან მოგვენატრება... ის შესანიშნავი მეკარეა და მჯერა, რომ მალე მსოფლიოში საუკეთესო გახდება, ძალიან სამწუხაროა, რომ მიდის. მაგრამ ამავდროულად მიხარია, რომ კარიერას უფრო მაღალ ეტაპზე გააგრძელებს. იმის გარდა, რომ საუკეთესო მეკარეა, ასევე გულკეთილი გოლიათიცაა - გულთბილი ადამიანი... ძალიან მოგვენატრება როგორც ადამიანი და როგორც მოთამაშე“.

გუშინ, ლა ლიგის 37-ე ტურში გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ მაისური ბოლოჯერ მოირგო და შესაძლოა, ზოგადად კლუბშიც ამ ეტაპზე უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა მეკარემ „ატლეტიკ ბილბაოსთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოსამშვიდობებელი პოსტი გაავრცელა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მამარდაშვილმა ესპანურ გუნდში ბოლო თამაში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონის დასაწყისში გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ შეუერთდება. მერსისაიდულმა კლუბმა ქართველი მეკარე გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატა და ერთი სეზონით კვლავ „ვალენსიაში“, იჯარის წესით დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - მამარდა ვალენსიას დაემშვიდობა
„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - მამარდა ვალენსიას დაემშვიდობა