„მოსვლის დღიდან გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა“ - ლიზარაზუ კვარაზე და პსჟ-ზე
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ფრანგული გადაცემა Telefoot-ის ეთერში პსჟ-ის შესახებ ისაუბრა პარიზული გუნდის ძლიერი მხარეები განიხილა.
რას ამბობს ლიზარაზუ:
„პარი სენ-ჟერმენის ძალაუფლება ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. 2024 წელს უკვე საოცრად თამაშობდნენ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამდე იღბალი დააკლდათ, 2025 წელს კი მათი პერფორმანსი უბრალოდ როკ-ენ-როლია. 2024 წელს გაკეთებული სწორი კრიტიკით, წელს უკვე შესაბამის ნაყოფს ვხედავთ. გუნდს ბევრად მეტი ვერტიკალურობა, თავდამსხმელებს კი სრული თავისუფლება აქვთ. თავდამსხმელებს, რომლებსაც ეს თავისუფლება მოსწონთ, აქვთ სისწრაფე, მოსწონთ სივრცეების ათვისება და ეს ყოველთვის უკეთესია. ამ შემტევების ინდივიდუალური თამაში უბრალოდ შესანიშნავია, ამით თავის თავს გამოხატავენ. ენრიკეს შეუძლია წარმატებას დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად დაყენებით მიაღწიოს. ამით მივიღეთ დემბელეს გოლები, აქამდე კი ბევრ გოლს არ იტანდა. ამას მოჰყვა კვარაცხელიას დამატება, რომელიც მოსვლის დღიდან საკმაოდ გავლენიანი გახდა. უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც თავი გაითავისუფლა. ასევე, მოთამაშეებისგან, რომლებისგანაც უფრო მეტს მოველოდით, მაგალითად დონარუმა და ფაბიან რუისი, დღეს თავიანთი თავის საუკეთესო ვერსიას წარმოადგენენ. სწორედ ამ ყველა ფაქტორის გაერთიანებამ გამოიწვია ის, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, თასის ფინალში ითამაშებს და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც. ეს სრულიად დამსახურებულია“.
„როგორ უნდა მიუდგეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალს? საკუთარ თავად დარჩენით. მათ „ინტერის“ მსგავსი გამოცდილება არ აქვთ, რადგან ამ კოლექტივს ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ უთამაშია. „ინტერმა“ კი პირიქით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო. მათ იციან როგორია მარცხისგან გამოწვეული ტკივილი და ამის გამეორებას ისურვებენ. პარიზს ეს გამოცდილება არ აქვს და ამის შესახებ არაფერი იციან და ამის გამო უფრო რთული მატჩი იქნება, მაგრამ უნდა დარჩნენ ერთიანები ახალგაზრდობით, სპონტანურობითა და იმ თვისებებით, რომლებსაც აქამდე ავლენდნენ. დარწმუნებული ვარ, ლუის ენრიკე გუნდისთვის ამის მიცემას შეძლებს“.
პსჟ-მა გასულ უქმეებზე უკვე იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. 24 მაისს ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდება, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ შეხვდება.