ივან რაკიტიჩი კარიერას ასრულებს
„ჰაიდუკის“ ნახევარმცველმა, იცან რაკიტიჩმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ ხორვატიული გამოცემა იუწყება.
37 წლის ფეხბურთელმა „რიეკასთან“ შეხვედრის დროს ემოცია ვერ დამალა და ატირდა. რაკიტიჩი ტრავმის გამო, 88-ე წუთზე შეცვალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩს 24 მაისს, „შიბენიკთან“ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. კარიერის განმავლობაში მას „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „შალკეში“, „ბაზელსა“ და „ალ- შაბაბში“ უთამაშია.
ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში კი ივანმა 106 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა.