მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„რემატჩი მომეცი ან მერაბს ეჩხუბე“ | ალჯომ შონ ომალის მიმართა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა ქამრის მოქმედ მფლობელს, შონ ომალის მიმართა. „ალჯომ“ „შუგას“ მოუწოდა, ნამდვილი ჩემპიონივით მოიქცეს და მას ან მერაბ დვალიშვილს ეჩხუბოს.

„შონ ომალისთვის შეტყობინება მაქვს. ან რემატჩი მომეცი, ან მერაბ დვალიშვილს ეჩხუბე. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. შეწყვიტე, მთავარი პრეტენდენტების თავიდან არიდება და იყავი კაცი და ნამდვილი ჩემპიონი. მე სწორედ ასე ვიქცეოდი და ახლა შენი დროა, იგივე გააკეთო“.

შეგახსენებთ, რომ ომალის მიზანი ჩხუბის სანაცვლოდ მაქსიმალურად მაღალი ჰონორარის მიღებაა და თვლის, რომ „მანქანასთან“ ბრძოლა დიდ ფულს ვერ მოუტანს. „შუგას“ აზრით, მარლონ „ჩიტო“ ვერასთან დაპირისპირება საუკეთესო ვარიანტია და მათი ჩხუბი უდიდეს ინტერესს გამოიწვევს.

„ჩიტო“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-6 გახლავთ და „შუგას“ კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ მან აგემა. ომალის რევანშის აღება უნდა და საჯაროდ ბევრჯერ დააფიქსირა, რომ მისი მომდევნო მეტოქე ვერა იქნება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეს თავად არ ირჩევს და იჩხუბებს მებრძოლთან, რომელსაც UFC-ი შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გამო იკამათეს“ | აიაქსის თავკაცს მიქაუტაძეს ალმადა ერჩივნა
„მის გამო იკამათეს“ | აიაქსის თავკაცს მიქაუტაძეს ალმადა ერჩივნა