საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბის მსოფლიო თასი, პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

პორტუგალიის მწვრთნელი: „საქართველოს დამარცხებას ვაპირებთ“

პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟოაუ მირამ საქართველოსთან მატჩამდე პორტუგალიურ მედიას ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ გამარჯვებას გეგმავს.

რა თქვა მირამ:

ჩვენი მიზანი ყველა თამაშში ღირსეული კონკურენციის გაწევა და გამარჯვებაა. თვალთმაქცი ვიქნები, თუ ამას არ ვიტყვი. საქართველოსთან ნაკრებში სწორედ ამას ვაპირებთ - დიდი წინააღმდეგობის გაწევას და გამარჯვებას. კარგად ჩანს, რომ ჩვენს გუნდს შედეგის კონტროლი არ შეუძლია, შეგვიძლია პროცესი ვმართოთ. საქართველოსთან სწორედ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის მეორე ტურში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს 23 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორი დიდი პრობლემა: კვარა და ლობოტკა“ - კასანომ გარსია გააკრიტიკა
„ორი დიდი პრობლემა: კვარა და ლობოტკა“ - კასანომ გარსია გააკრიტიკა