„ახალი პოზიცია გამოიგონა, ყველაფერი რაც მან თქვა, მოხდა“ - ანრი პეპზე
ტიერი ანრიმ პეპ გუარდიოლასთან მუშაობაზე ისაუბრა.
„როცა ბარსელონაში გადავედი, მე მეგონა, რომ კარგი ფეხბურთელი ვიყავი. შემდეგ გუნდში პეპ გუარდიოლა მოვიდა. საკმაოდ სწრაფად შევძელი გააზრება და დანახვა, თუ რა ხდებოდა მოედანზე და გარკვეული მოქმედებების შესრულება, თუმცა ასაკთან ერთად ეს ცოტა უფრო რთული გახდა (იცინის).
როდესაც ის ბარსაში მოვიდა, მე ვუთხარი: „ეს რა ფეხბურთია?" მართალი გითხრათ, თავიდან ბევრის სწავლა მომიწია. რაღაც მომენტში, თქვენ აღარ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს, როგორც კომპიუტერზე, და ყველა პარამეტრი გადატვირთოთ.
„მოერიდეთ, არ შეხვიდეთ G8-ის ზონაში...“ ჩემს თავს ვუთხარი: „რაზე საუბრობს? მე ვიცი ფეხბურთის თამაში. ნება მომეცით ვითამაშო, ვირბინო...“ მაგრამ არა, თქვენ პატივი უნდა სცეთ მის მითითებებს და გააკეთეთ ის, რაც მან თქვა.
ყველაფერი, რაზეც მან ისაუბრა, მოხდა. რომელმა მწვრთნელმა მოიგო ყველა თასი თავის პირველ სეზონში? ერთი წლით ადრე ჯერ კიდევ გვყავდა ტიურამი, ძამბროტა, დეკო, რონალდინიო... კიდევ უფრო დიდი სახელები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოვიგეთ.
რით განსხვავდება გუარდიოლა? დისციპლინით. მასთან ხუმრობა არ შეიძლება. ის არ იცინის. არავისთან. თუ მის ნათქვამს პატივს არ სცემთ, არ თამაშობთ. წერტილი.
ის გაძლევს თამაშის ნიმუშს, სტრუქტურას და ზუსტად იცი, რა უნდა გააკეთო მფლობელობაში ან მის გარეთ. ჩემთვის ის საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი ოდესმე მყოლია. ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი სხვაობით. მაგალითად, განაპირა მცველები დღეს ვარჯიშობენ, რომ ცენტრშიც ითამაშონ. მან ახალი პოზიცია გამოიგონა. კიდევ ვინ გააკეთა ასეთი რამ?
გულწრფელი ვიქნები, ის დიდ სიამოვნებას იღებს თავის გუნდებთან ერთად... მე მივდივარ სახლში, რომ ვუყურო სიტის თამაშს და მე არ ვარ სიტის გულშემატკივარი“,
- განაცხადა ტიერი ანრიმ.