„უკეთესი დღეები დადგება“ - მამარდაშვილი სანაკრებო თამაშებზე
საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების ბოლო ორ თამაშს ეხმაურება და წერს, რომ მალე გულშემატკივარი უკეთეს დღეებს იხილავს.
რას წერს მამარდა:
რთულია რამის თქმა ამ მძიმე დღეების შემდეგ მაგრამ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გამოსწორება.. უკეთესი დღეები დადგება!
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან „დინამო არენაზე“ 1:7 დამარცხდა, 12 სექტემბერს კი ნორვეგიასთან სტუმრად გამართული მატჩი 2:1 დათმო. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, ტაილანდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, 15 ოქტომბერს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.