ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, სტალე სოლბაკენი, ნორვეგიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„უცნაური მატჩი იყო, რადგან მეტოქე წინ თითქმის არ წამოსულა“ - სოლბაკენი მატჩის შემდეგ

გუშინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები ოსლოში, ნორვეგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა ადგილობრივ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა და საკუთარი გუნდის თამაში შეაქო. თავდაპირველად, ნორვეგიელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრეტენზიას დაეთანხმა, რომელიც შეხვედრის მიწურულს მსაჯის მხრიდან 3 წუთის დამატებას აპროტესტებდა.

რა თქვა სოლბაკენმა:

სანიოლს ვეთანხმები. ალბათ, 2-3 წუთი ძალიან ცოტა იყო. რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. მათ ნახევარზე ბურთს კარგად ვათამაშებდით, მაგრამ ბოლო 20-30 მეტრში გადაჭარბებული შფოთვა იჩენდა თავს. თუმცა, რამდენიმე ეპიზოდში ფინიშის მხრივ კარგები ვიყავით და დამსახურებულად მოვიგეთ. ცოტა უცნაური მატჩიც იყო, რადგან მეტოქე წინ თითქმის არ წამოსულა. ვფიქრობ, ეს მენტალური მიზეზით იყო განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კარში გოლები პირველ ტაიმში ერლინგ ჰოლანდმა და მარტინ ოდეგორმა გაიტანეს, ჩვენი გუნდიდან კი ერთი ბურთი 91-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაქვითა.

5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 4 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ ბოლოადგილოსან კვიპროსს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, ტაილანდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, 15 ოქტომბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოცდილება გვაკლია, მეტი აგრესია გვმართებს - ფეხბურთელების შეფასებები
გამოცდილება გვაკლია, მეტი აგრესია გვმართებს - ფეხბურთელების შეფასებები