„იმედია, შაბათს ეფექტური იქნება“ - ფრანგული მედია ზურიკოზე
ფრანგულ „ბორდოსთან“ დაახლოებული სააგენტო Girondins4ever თავისი საყვარელი კლუბისა და საქართველოს ნაკრების, ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს და ნორვეგიის ნაკრებთან ჩატარებულ თამაშს აფასებს.
რა წერია სტატიაში:
ზურიკო დავითაშვილი ნორვეგიასთან ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდა. ამ უკანასკნელმა ესპანეთთან 1:7 მარცხის შემდეგ ბოდიში საჯაროდ მოიხადა და ნორვეგიაში ფეხბურთელებისგან შესაბამის რეაქციას ელოდა. სამწუხაროდ, ამაოდ. საქართველოსთვის მატჩი ცუდად დაიწყო. მათი კარი 25-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა აიღო, 33-ე წუთზე კი მარტინ ოდეგორმა უპირატესობა გააორმაგა. საბოლოოდ, ნორვეგიამ 2:1 მოიგო და ქვეჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
„ბორდოს“ ფეხბურთელმა შეხვედრის 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, სამი წუთის შემდეგ კი სანიოლმა საერთოდ შეცვალა.
ზურიკო დავითაშვილს, რომელიც ბოკელესთან ერთად სანაკრებო პაუზაზე ერთ-ერთი ბოლო ფეხბურთელი იყო, საფრანგეთში ხვალ ელოდებიან. იმედი გვაქვს, რომ შაბათს, „ვალენსიენის“ წინააღმდეგ ის ეფექტური იქნება.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები ჯერ 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ესპანეთთან 1:7 დამარცხდნენ, 14 სექტემბერს კი ნორვეგიასთან გამართული გასვლითი მატჩი 2:1 დათმო. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს, ტაილანდის წინააღმდეგ გამართვს, 15 სექტემბერს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს.