გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გურამ კაშია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

გამოცდილება გვაკლია, მეტი აგრესია გვმართებს - ფეხბურთელების შეფასებები

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნორვეგიამ ოსლოში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხა. სტოლე სოლბაკენის გუნდმა პირველი ტაიმი ჰოლანდისა და ოდეგორის გოლებით 2:0 მოიგო. ერთადერთი საპასუხო გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ბუდუ ზივზივაძემ შეაგდო, „კარლსრუეს“ ფორვარდმა ბრწყინვალედ დაარტყა, ეს მისი მეხუთე გოლია ეროვნულ ნაკრებში.

ქართულ მედიასთან გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ქოჩორაშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ, ოთარ კიტეიშვილმა და გურამ კაშიამ ისაუბრეს. ასევე უნდა ითქვას, რომ მედიასთან კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ არ გააკეთეს. შერეულ ზონაში გაიარეს, სადაც ფეხბურთელები მედიას ესაუბრებიან, თუმცა ჟურნალისტების სურვილის მიუხედავად არ ისაუბრეს. ანალოგიურად, კომენტარზე უარი თქვეს სანდრო კალანდაძემ და ლადო მამუჩაშვილმა. ასევე გეტყვით, რომ ფეხბურთელთა დიდ ნაწილს შერეულ ზონაში არ გაუვლია, გასახდელიდან პირდაპირ ავტობუსისკენ წავიდნენ.


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5 ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, შინ ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა, კვიპროსთან სტუმრად მოიგო, თუმცა შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან გასვლით შეხვედრებში დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდი ყველაზე დიდი ანგარიშით, გასულ კვირაში, ესპანეთთან შინ დამარცხდა - 1:7. გასული ორი მატჩიდან გამომდინარე, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა, ვილი სანიოლის მოხსნის არგუმენტები სრულიად სამართლიანია. 

დიმა შარიქაძე ოსლოდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები