მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილი: „UFC-იმ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა Helen Yee Sports-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ორგანიზაციის პრომოუტერებმა მას რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა. „მანქანამ“ ამ უარის მიზეზებზე ისაუბრა.

რას ამბობს დვალიშვილი:

როდესაც პიოტრ იანი დავამარცხე, UFC-იმ უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა. იანთან ბრძოლის შემდეგ ხელზე ოპერაცია გავიკეთე, რის გამოც ჩხუბს რამდენიმე თვით ვეღარ შევძლებდი. მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, დივიზიონის პირველი ნომერი ვარ და რატომ უნდა მებრძოლა მე-11 ნომრის წინააღმდეგ? ვერ ვხვდები. ახლა ტრავმა მოვირჩინე, მაგრამ შემოთავაზებები არ მაქვს.

ვფიქრობ, რომ ალჯო შონ ომალისთან რემატჩს იმსახურებს. თუ ის უახლოეს პერიოდში არ იბრძოლებს, მაშინ საჩემპიონო ორთაბრძოლა მე უნდა მივიღო, რადგან ეს დავიმსახურე. ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია მაქვს და საჩემპიონო ბრძოლის პირველი კონტენდერი ვარ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ მებრძოლი, რომელსაც ომალი იწვევს, მარლონ „ჩიტო“ ვერა გახლავთ. იგი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-6 გახლავთ და „შუგას“ კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ მან აგემა. ომალის რევანშის აღება უნდა და აცხადებს, რომ ეს ბრძოლა დიდ ფულს მოუტანს. ამასთან, მერაბის უახლოესი მეგობარი და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი ომალისთან რემატჩს ითხოვს, თუმცა ახალი ჩემპიონი განმეორებით ბრძოლაზე ჯერჯერობით უარს იძახის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარ ევლოევი: „ილია თოფურიას კოშმარი ვარ“
მოვსარ ევლოევი: „ილია თოფურიას კოშმარი ვარ“