როდრი
Aa
Aa

როდრი: არაბეთში უკვე ახალგაზრდებიც მიდიან, ეს უნდა გაკონტროლდეს

როდრი თვლის, რომ სიტუაცია საუდის არაბეთის კლუბების ტრანსფერებთან დაკავშირებით კონტროლის ქვეშაა ასაყვანი.

„აშკარაა, რომ ევროპული ფეხბურთი ამ სიტუაციაში აგებს. ეს მოთამაშეები, რომლებიც საუდის არაბეთში გადადიან გასაგებია, რომ ამას იმ თანხის გამო აკეთებენ, რომელსაც ისინი სთავაზობენ. ვფიქრობ, ეს არის პირადი საკითხი, რომელიც ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

ჩვენ ევროპელებს ეს ნამდვილად არ მოგვწონს. როგორმე უნდა გავაკონტროლოთ ევროპიდან ნიჭის გადინება, რადგან თავიდან ჩანდა, რომ ეს მხოლოდ კარიერის ბოლოს ვეტერანებს ეხებოდათ, ახლა კი ახალგაზრდებიც მიდიან.

ეს გადაწყვეტილებები პატივისცემის ღირსია, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ასეთ რაღაცებზე წვდომა აქვთ, ეს სიტუაცია უნდა გააკონტროლონ“,

- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ „სელტადან“ 21 წლის ნიჭიერი ესპანელი ნახევარმცველი გაბრი ვეიგა „ნაპოლის“ ნაცვლად საუდის არაბეთში წავიდა და მისმა ტრანსფერმა პირველი უსიამოვნო პრეცედენტი შექმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი: ოქროს ბურთი? წელს მოგების შანსი მაქვს
ჰოლანდი: ოქროს ბურთი? წელს მოგების შანსი მაქვს