„ძალიან ძლიერი გუნდია და მათი ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებ“ - ტიაგო სილვა პსჟ-ზე
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ ფრანგულ CARRE-სთან ინტერვიუს დროს ამჟამინდელ პსჟ-ზე ისაუბრა და პარიზული გუნდის ძლიერი მხარეები გამოარჩია.
რას ამბობს ტიაგო სილვა:
„რა თქმა უნდა, ამჟამინდელი გუნდი ძალიან მომწონს. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ და ამის დანახვა ძალიან მახარებს. ვცდილობ, ყველა თამაშს ვუყურო, რადგან ეს ძალიან მსიამოვნებს. შესანიშნავია ის, რასაც ეს გუნდი აკეთებს. წარსულში, როდესაც გუნდში სხვადასხვა გუნდის ლეგენდები მოჰყავდათ, ეს სასარგებლო იყო, რადგან ამით პარი სენ-ჟერმენის ცნობადობა გაიზარდა. არ შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება. შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო გუნდი სწორ გზაზე დამდგარიყო და ვფიქრობ, ახლა სწორედ ეს ხდება“.
„ახალგაზრდა მოთამაშეების მოყვანით გუნდის მენტალიტეტი შეიცვალა. მათ იციან რა უნდათ და რა უნდა გააკეთონ, გუნდი პროგრესირებს და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ხელმძღვანელები სწორად მუშაობენ. ხომ ხედავთ, გუნდი როგორც თამაშობს? ისინი ერთად ძალიან ძლიერები არიან. გუნდი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მოთამაშეზე, რომელიც განსხვავებას ქმნის. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც გუნდში დემბელე გყავს, მაგრამ დემბელეს უკან ძალიან ძლიერი გუნდი დგას, შესანიშნავი მეკარე, ფლანგის მცველები და შემტევები, რომლებიც წინ საოცარ რამეს აკეთებენ. ისინი გუნდურად თამაშობენ, რაც მათ სრულყოფილ გუნდს ხდის. ახლა ყველა ნამდვილ გუნდს ხედავს და არა ერთ, ან ორ ფეხბურთელზე დამოკიდებულ კოლექტივს. ეს მაბედნიერებს, რადგან ასეთი გუნდის აშენება მარტივი ნამდვილად არ არის“.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვას კარიერის უდიდესი პერიოდი სწორედ პსჟ-ში აქვს გატარებული. 40 წლის მცველმა პარიზულ გუნდში 2012-2020 წლებში 204 მატჩი ჩაატარა და არა ერთი ტიტულიც მოიგო. ტიაგო სილვა ამჟამად ბრაზილიის ჩემპიონატში, ფლუმინენსეში თამაშობს.