კილიან მბაპე, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

ალ-ხელაიფი: „მბაპე შესანიშნავი ადამიანი და ფანტასტიკური ფეხბურთელია“

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა. ფრანგული გრანდის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კილიანი ფანტასტიკური ადამიანია და კლუბში შექმნილი ვითარება დადებითად დაახასიათა.

„კილიან მბაპე დაუჯერებელი მოთამაშე და ფანტასტიკური ადამიანია. პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობა, როგორც მოედანზე, ის მიღმა, ასე შეკრული არასდროს ყოფილა. ეს კვირას, ლიონთან მოპოვებული გამარჯვებისას კიდევ ერთხელ დადასტურდა.

წლეულს, უფრო ნაკლებად ვიფიქრებთ შედეგზე და უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ თამაშის სტილზე. თუ ეს გამოგვივა, შედეგიც აუცილებლად მოვა. კარგი მთავარი მწვრთნელი და ფანტასტიკური სპორტული დირექტორი გვყავს. ახალი განწყობით, რომელიც კლუბშია გამეფებული, ძალიან კმაყოფილი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მბაპემ ბონუსის მიღებაზე უარი განაცხადა, რათა კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობას დამანგრეველი დარტყმა არ მიაყენოს. Le Parisien-ის ცნობით, ეს არ ცვლის ფაქტს, რომ მბაპეს „პარკ დე პრენსის“ დატოვება აქვს გადაწყვეტილი.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია