მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

დენა უაითს უპასუხა და ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია | მერაბის ინტერვიუ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ორგანიზაციის პრეზიდენტს, დენა უაითს უპასუხა. „მანქანა“ The Menace and The Man Show-ის პოდკასტის სტუმარი იყო და უაითის განცხადებაზე და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, შონ ომალის მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

„არ მესმის, პრობლემა რა არის. ალჯამეინ სტერლინგი ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი და სპარინგ პარტნიორია და ერთმანეთს ბიძგს ვაძლევთ, რომ უკეთესი გავხდეთ. ერთმანეთს ვეხმარებით, ერთად ვვარჯიშობთ. ვერ ვხვდები, ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ რატომ უნდა გავიდეთ და რატომ უნდა ვიჩხუბოთ.

ომალის რაც შეეხება, შონი ცდილობს, ჩიტო ვერას ეჩხუბოს. ჩიტო ვერა ვინ ჯანდაბაა? ტოპ 15-ში მეექვსე პოზიციას იკავებს და სატიტულო ბრძოლის მიღებას საერთოდ არ იმსახურებს. ომალი მე უნდა მეჩხუბოს და UFC-ის შეუძლია, კარგი ისტორია შექმნას. ჩვენი ბრძოლა მარკეტინგისთვის იდეალური იქნება და ბევრი რამაა, რის გამოყენებაც ორგანიზაციას შეუძლია, რათა ამ ჩხუბისადმი ინტერესი გაზარდოს. ალჯოს მეგობარი ვარ, ომალის ქურთუკი მოვიპარე, 2018 წლის შემდეგ ვიწვევ და ა.შ.

ომალი მე უნდა მეჩხუბოს! ვიცი, რომ აქამდე ტოპ 15-ს მიღმა მყოფ მებრძოლებს უპირისპირდებოდა, მაგრამ ახლა ჩემპიონია. ახალი მეფეა და მისი მომდევნო მეტოქე მე უნდა ვიყო. ზედიზედ 9 ბრძოლა მაქვს მოგებული და თუ ომალის პატივისცემის მიღება უნდა, ან მე უნდა მეჩხუბოს, ან ალჯოს“.

ცნობისთვის, ალჯამეინ სტერლინგის ჩემპიონობის დროს, მერაბი საჯაროდ აცხადებდა, რომ თანაგუნდელთან და ახლო მეგობართან არანაირი თანხის სანაცვლოდ არ იჩხუბებდა. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა სწორედ ამის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ UFC-ში მთავარი არა მეგობრობა, არამედ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის გამოვლენაა.

რა თქვა დენა უაითმა

„საერთოდ რატომ გახდი MMA-ის მებრძოლი თუ ასეთი მენტალიტეტი გაქვს, ასე აზროვნებ და ამბობ: „ჩემპიონობა არ მინდა, ტიტული არ მინდა, მეგობრები ვართ, ის ვართ, ეს ვართ... ჩვენს ბიზნესში შეგიძლია, ყველას ემეგობრო და ბევრ კარგ ადამიანს შეხვდები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეგობრობა არაფერ შუაშია და მთავარია, გავარკვიოთ, მსოფლიოში საუკეთესო ვინაა. თუ არ გინდა, გაარკვიო მსოფლიოში საუკეთესო ვინაა, UFC-ი არაა ადგილი, სადაც უნდა იყო. MMA-ში უამრავი ორგანიზაციაა, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ რას გააკეთებ და შეგიძლია, მათთან წახვიდე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“
ომალიმ მერაბის მხარე დაიჭირა: „თანაგუნდელთან ჩხუბი მეც არ მენდომებოდა“